სასიამოვნო სიურპრიზების და ახალი შესაძლებლობების თვე – ოქტომბრის ჰოროსკოპი

image
  • 552
ვერძი (21.03 – 20.04)

ვერძებო, ამ თვეში მეგობრებს და კოლეგებს თქვენი სიმშვიდით და პუნქტუალურობით გააკვირვებთ.

შეხედეთ მათ მეფური ღირსებით, მალე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და მათაც თავისი შეხვდებათ. ოქტომბერში არ ღირს ახალი პროექტების წამოწყება, თქვენ ამისთვის ძალიან დაღლილი ხართ, მხოლოდ იმას მოჰკიდეთ ხელი, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო (21.04 – 20.05)

ამ თვეში თქვენ სამსახურეობრივი რომანის გაჩაღების დიდი შანსი გაქვთ. სიყვარულის პოვნა, სამსახურიდან გაუსვლელად მართალაც ძალიან პრაქტიკულია, თუმცა დროებით. სკანდალები, ინტრიგები და ჭორები ნამდვილად არაა ის, რაც თქვენ სამსახურში გჭირდებათ. უკეთესია წვეულებაზე გაერთოთ, იქ თაყვანისმცემლები ყველასთვის საკმარისია.

ტყუპები (21.05. – 21.06)

ოქტომბრის თვეში ბევრის სიმშვიდე გახდება საეჭვო, თუმცა თქვენ დიპლომატიის ნამდვილ გენიოსად იქცევით. თქვენი წინდახედულობა და სიმშვიდე განსაკუთრებით ხელმძღვანელებისგან კრიტიკული შენიშვნების მიღების დროს დაგეხმარებათ. სამაგალითო თავშეკავება კი, საბოლოოდ დაწინაურებით დაფასდება.

კირჩხიბი (22.06 – 22.07)

რისი კეთებაც არ უნდა დაიწყოთ, თქვენი ძალები იდეალურად გადანაწილდება. თამამად მოკიდეთ ხელი ნებისმიერ საქმეს, თუ თვლით, რომ ამის დრო მოვიდა და რესურსებიც საკმარისი გაქვთ. საბოლოო გამარჯვების შემდეგ კი, პატივი ეცით თქვენს დამარცხებულ კონკურენტებს.

ლომი (23.07. – 23.08)

თქვენთვის ოქტომბერი რამდენიმე მიმართულებით აქტიური მოქმედების პერიოდია. პირველ რიგში, შეგიძლიათ გაიჩინოთ სასარგებლო საქმიანი ნაცნობები, მერე კი – საკუთარი თავის ძიება დაიწყოთ. არ დაგავიწყდეთ წვეულებზე შევლა, სადაც უზარმაზარი წარმატება გელით.

ქალწული (24.08. – 23.09)

სხვებისგან განსხვავებით, ოქტომბრის თვეში მხოლოდ თქვენ ხართ ბრძოლაში ჩაბმული და არაზომიერად აქტიური. ბევრი ეჭვსაც შეიტანს თქვენს გონიერებაში, თუმცა ნუ აღელვდებით. სამაგიეროდ, იმ საქმეებს დაასრულებთ, რომლებიც თქვენგან განსაკუთრებულ თავგანწირვას მოითხოვდა.

სასწორი (24.09 – 23.10)

მოემზადეთ სასწორებო, ოქტომბრის თვე ახალ და მრავალფაეროვან ნაცნობობას გპირდებათ! დიდი შანსი გაქვთ სრულად განაახლოთ ძველი ნაცნობების წრე და ახლის განცდის სურვილით, შეცვალოთ პირადი ცხოვრება. თუმცა გაფრთხილდით, რადგან რეალობა სარკესავით აირეკლება თქვენს ცხოვრებაზე ანუ ყოველდღიური მოვლენები თქვენი ქცევის ზუსტი ანარეკლი გახდება.
loading...
მორიელი (24.10 – 22.11)

მორიელებო, დროა განახორციელოთ მსხვილი პროექტი. მაგალითად, წამოიწყოთ რემონტი. ამბობენ, რომ რემონტს ფინანსები მოაქვს. მ გარდა ამისა, რემონტი ერთადერთი გზაა, საბოლოოდ არ შეეწიროთ სამსახურს, რისი ალბათობაც ამ თვეში ძალიან დიდია.

მშვილდოსანი (23.11 – 21.12)

მართალია, თქვენ ყველაფერი მხოლოდ კეთილი ზრახვებით გაინტერესებთ, მაგრამ გარშემომყოფები თქვენს ცნობისმოყვარეობას ყველგან და ყველაფრში ცხვირის ჩაყოფად აღიქვამენ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, კარგად შეამოწმეთ თქვენი ემოციონალური ინტელექტი და ცნობისმოყვარეობა რაიმე ახლის შესასწავლად გამოიყენეთ, ძველი კი, წარსულში დატოვეთ და საკუთარი თავით ნურც სხვებს შეაწუხებთ.

თხის რქა (22.12 – 20.01)

თქვენთვის ზურგის ქარმა დაბერა და დროა, მოგზაურობა დაგეგმოთ. შესაძლოა, ეს მივლინება იყოს ან შვებულება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო და თქვენთვის წარმატებული, თან კი, აუცილებლად წაიღეთ ის საყვარელი ნივთები, რომლებიც ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ.

მერწყული (21.01 – 20.02)

მერწყულებო, ოქტომბრის თვეს თქვენთვის სიმშვიდის მოტანა შეუძლია. მთავარია, მოწყენილობით თვითონ არ აურიოთ ყველაფერი და განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. მიეხმარეთ მორიელს რემონტის გაკეთებაში ან ლომთან ერთად გაერთეთ წვეულებებზე. იმ შემთხვევაში კი, თუ საზღვარგარეთ მუშაობაზე ოცნებობთ, გააქტიურდით! ამ თვეში თქვენთვის მოსაწონი ვარიანტის პოვნის დიდი ალბათობაა.

თევზები (21.02 – 20.03)

თევზებო, ყველანაირად მოერიდეთ ქალწულებს. თქვენი ემოციონალური მდგომარეობა ამ თვეში ერთნაირად არამყარია, ამიტომ დიდი ალბათობაა კამათის ან გაურკვეველ ავანტიურაში ჩაბმის. გამოსავალი მხოლოდ შემოქმედებაშია, იქნება ეს მუსიკა თუ საკუთარი ხელით რაიმე ორიგინალურის შექმნა.

 

loading...