რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერს "ქართული ოცნება" მხარს? - დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

image
  • 225
დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირონ მხარი არჩევნებში.

როგორც ცნობილია, წელს "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს. უმრავლესობის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ პარტია მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. რა ფორმით მოხდება ეს და ექნება თუ არა მხარდაჭერილ კანდიდატს ფინანსური მხარდაჭერაც, დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის წევრები დემოკრატიულ პროცესად აფასებენ.
კანდიდატთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის პროცედურები მიმდინარეობს. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.