ჯანსაღი ჩვევები, რომლებიც სინამდვილეში ზიანს გაყენებთ - იცოდით?!

image
  • 662
მცდელობა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიოთ, ხშირად მარკეტინგის ან მრჩეველების მცდარად ნასწავლის ტყვეობაში გვაგდებს, შესაბამისად კი ზიანს ვაყენებთ ჯანმრთელობას.

დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის ჩვევები, რომლებიც რეალურად ზიანს გვაყენებს და არა სარგებელის მომტანია.

1. ანტიბაქტერიული საპონი გვიცავს ბაქტერიებისგან?

რეკლამებით გვარწმუნებენ, რომ ანტისეპტიკებისა და ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება, დაგვიცავს დაავადებებისგან და ასევე მოვსპობთ ყველა არსებულ ბაქტერიას, თუმცა მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფორმის ბაქტერიები. მეცნიერთა აზრით, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება უფრო მართებულია.

2. სარბენი ბილიკი, კალორიების დასაწვავად, ერთადერთი კარგი გზაა?
ბევრს ჰგონია, რომ სარბენი ბილიკი ერთადერთი კარგი საშუალებაა კალორიების დასაწვავად, თუმცა მასზე გადაჭარბებულმა სირბილმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენ სახსრებს. უმჯობესია თუ ნაკლებს ირბენთ და დანარჩენ დროში ვარჯიშებს ჩართავთ.

3. კბილების გახეხვის შემდეგ პირის ღრუში წყლის გამოვლება აუცილებელია?
პირში წყლის გამოვლება კბილების გახეხვის შემდეგ, სტომატოლოგებმა დაგმეს. კბილის პასტაში შემავალი ფტორი, რომელიც კბილების მინანქარზე გახეხვის შემდეგ რჩება, წყლის ხანგრძლივი გამოვლების შემდეგ გვშორდება და ვეღარ ახდენს სამკურნალო ეფექტს.

4. ვიტამინების მიღება აუცილებელია?
ვიცით, რომ ვიტამინები ერთ–ერთი აუცილებელი ელემენტებია ორგანიზმისთვის და რაოდენ მწვავეა მათი დეფიციტიც, თუმცა დამატებითი ან არასაჭირო შემთხვევაში გამოყენება, საშიშია. მეცნიერების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების 46%, რომლებიც არასაჭიროებისამებრ იღებდნენ ვიტამინებს, გაცილებით მეტი დაავადებისგან იტანჯება, ვიდრე ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ მას. ამიტომ, ვიტამინების მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.
5. უშაქრო გაზიანი სასმელები სასარგებლოა?
გაზიანი სასმელების მწარმოებლები გვიმტკიცებენ, რომ სასმელში საერთოდ არაა შაქარი და რომ ის დიეტურია, რაც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ასევე ნაკლებ კალორიულია. სინამდვილეში, მათ, ვინც იყენებს დიეტურ სასმელებს, აქვთ ალბათობა გულის დაავადებების განვითარების, არტერიული წნევის მომატების და სხვა შემთხვევების.

6. სახლის ხშირი "დაუბორკება" სასარგებლოა?
დიასახლისებს, რომელთაც გგონიათ, რომ სახლის ხშირი დასუფთავება კარგი ჩვევაა, ცდებით! ქიმური საშუალებები, რომელთაც დალაგებისთვის, გახეხვისა და დეზინფექციისთვის იყენებთ, შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და ქიმიკატებს, რომლებიც თქვენს სახლში სისტემატიურად რჩება, რაც თვალების გაღიზიანების, თავის ტკივილისა და რესპირატორული დაავადებების მიზეზი ხდება.

7. რამდენად უვნებელია თავისუფალი ფეხსაცმელი?
 ბევრს გგონიათ, რომ ღია ფეხსაცმელი– სანდლები ან "შლოპკები" ფეხს საშუალებას აძლევს დაისვენოს, თუმცა სინამდვილეში პირიქითაა. სწავლულებმა ამ საკითხში სასარგებლო რჩევა მოგვცეს– იარეთ მსგავსი ფეხსაცმლით მხოლოდ და მხოლოდ ბალახსა და ქვიშაზე და არავითარ შემთხვევაში ასფალტსა და მყარ ზედაპირიან იატაკზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანს მიაყენებთ ფეხებს.