9 წლის ჰაბიბ ნურმაგომედოვი დათვს ებრძვის

image
  • 1 488
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შერეული ორთაბრძოლის დაღესტნელი ვარსკვლავი ჰაბიბ ნურმაგომედოვი დათვს ებრძვის.

ამაში უჩვეულო ისაა, რომ ის ვიდეო 1997 წელსაა გადაღებული და მომავალი ჩემპიონი სულ რაღაც 9 წლისაა.
დღეს ლას-ვეგასში შერეული ორთაბრძოლის ვარსკვლავები დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს შეხვდნენ. UFC 229-ის მთავარი ბრძოლის გამარჯვებული ჰაბიბ ნურმაგომედოვი გახდა.

ახლა ნურმაგომედოვი დაუმარცხებელ მებრძოლად რჩება.