დიდი მოულოდნელობა: ბერი ნიკოლოზი ერისკაცობაში დაბრუნდა

image
  • 2 162
ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი, რომელსაც საპატრიარქო არ აღიარებს, მრევლის ნაკლებობას არ უჩივის. ფეისბუქში ხშირად ვრცელდება მასთან დაკავშირებული პოსტები. ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერმა ნიკოლოზმა წვერი და თმა მოიშორა. მისი მრევლი აცხადებს, რომ ეს "დიდი ცვლილებების ნიშანია".
ფეისბუქში ვრცელდება ფოტო მინაწერით: ,,მე ამას ველოდი. ერთმა მამაოსთან პირდაპირ დაახლოებულმა პირმა და ჩემმა მეგობარმაც გამაფრთხილა, რომ დიდი ცვლილებები მოხდება. მამაოს სხვა გზა არ დაუტოვეს და თუ ის ერისკაცად დაბრუნდა, მინდა მე ვიყო პიონერი, მის გვერდზე ხმლით დავდგე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ბოროტება კი არ დამარცხდა, ის ყვავის ჯერ კიდევ. ნახეთ, მამაოს რა მკაცრი და შეუპოვარი გამოხედვა აქვს. როგორ შევძელით, ეს სათნო სიყვარულით სავსე ადამიანი ამად გვექცია. აი, ვინ ვართ ჩვენ ... დიდი აგრესია მიჩნდება ყველას მიმართ, ვინც მამაოს აწყენინა. მოსახდენი მაინც მოხდება და ამისთვის უფალს რამდენიმე გეგმა აქვს, ჩვენ კი ჩვენი ქცევით უკუდურესი ავარჩევინეთ ჩვენს მადლმოსილ, სათნო და უფლისმიერ ზეკაცს. გული მტკივა. თან უსაშველოდ"