"ჩემი მძღოლი ამ უნიტაზზე ყოველი დაჯდომისას განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენებს შალვა ნათელაშვილს..." - შალვა რამიშვილი

image
  • 1 419
ინტერნეტტელევიზია Post tv-ის გენერალური დირექტორის შალვა რამიშვილის თქმით, უნიტაზი, რომელიც "ლეიბორისტულმა პარტიამ" გუშინ ტელეკომპანიის ოფისთან მიიტანა, მძღოლს აჩუქა.

ამის შესახებ შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"პირველი რეალური სარგებელი ნათელაშვილისგან ხალხს! მის მიერ POSTV ში მოტანილი უნიტაზი ჩემს მძღოლს ვაჩუქე. ჩემი მძღოლი დღეის ამას იქით ამ უნიტაზზე ყოველი დაჯდომისას განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენებს შალვა ნათელაშვილს!", - წერს შალვა რამიშვილი.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა ტელევიზიასთან უნიტაზი მიიტანეს, რომელზეც შალვა რამიშვილის პოსტერი იყო გაკრული, რითაც Post tv-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი გააპროტესტეს, სადაც სიუჟეტის ავტორები შალვა ნათელაშვილს საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებდნენ. პარტიის წევრებმა შალვა ნათელაშვილმა ერთი კვირის წინ გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტა და ერთ-ერთი გარემოვაჭრე მოინახულა, რომელიც საუბრობდა, რომ ვაჭრობა მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

მოგვიანებით, Post tv-მ მოამზადა სიუჟეტი, სადაც შალვა რამიშვილი ამბობდა, რომ სცენა დადგმული იყო, გარემოვაჭრე “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და წარმოდგენილი პროდუქციაც ადგილზე ცოტა ხნით ადრე, საგანგებოდ მიიტანეს.