რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით და რა ფორმით უნდა ატაროთ ის?!

image
  • 1 625
დაბადების თვე განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ქვა უნდა ატაროთ:

იანვარი
თუ იანვარში დაბადებულებს წარმატების, სიმდიდრისა და ბედნიერების მოზიდვა სურთ, ლალი და ზურმუხტი უნდა ატარონ. ქალბატონებო, შეიძინეთ ან დაამზადებინეთ ამ ძვირფასი ქვების საყურე. ლალი და ზურმუხტი ერთად არ გაიკეთოთ, ეს შეამცირებს მათ ეფექტურობას. რაც შეეხებათ მამაკაცებს, სასურველია ჰალსტუხზე დაიმაგრონ ბროში - ზომას მნიშვნელობა არ აქვს.

თებერვალი
თებერვალში დაბადებულებისთვის ზედგამოჭრილია ამეთვისტო და იასპი. თუ თქვენს ცხოვრებაში არასახარბიელო ეტაპი გაიწელა ან პირიქით, გსურთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს იმ ბედნიერებამ ახლახან  რომ დაგატყდათ თავზე, შეიძინეთ ამეთვისტოს ან იასპის ყელსაბამი. ასევე, გირჩევთ სახლში იქონიოთ ამ ქვებით მოჭედილი სუვენირი.
 
მარტი
მარტში დაბადებულებს სამკაულების ზარდახშაში აუცილებლად უნდა ეგულებოდეთ  ნეფრიტი და აქვამარინი. თუ სულიერად გიჭირთ, ყოველდღე ატარეთ აქვამარინი, ხოლო თუ ფინანსური კრიზისი გაქვთ, ნეფრიტი გაიხადეთ ყოველდღიურობის მეგზურად. თუ სამსახურიც გაქვთ, კარგი შემოსავალიც და შინაგანი ბალანსიც, მაგრამ სიყვარულში არ გიმართლებთ, გაიკეთეთ  აქვამარინი მხოლოდ სამშაბათობით და ხუთშაბათობით. მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, ვურჩევთ, ნეფრიტი გამოიყენონ შაბათობით, მთელი დღის განმავლობაში არ მოიხსნათ სამკაული.

აპრილი
აპრილის თვეში დაბადებულებისთვის წარმატება, სიმდიდრე და ბედნიერება  ბრილიანტს მოაქვს. ასევე, აღსანიშნავია ოპალის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც შეიძლება ითამაშოს მათ ცხოვრებაში. იმისთვის რომ შეგიმცირდეთ სანერვიულო და სადარდებელი, სასწრაფოდ გჭირდებათ ბრილიანტის სამაჯური ან ოპალის ბეჭედი.  თუ ორივეს იყიდით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ნელ-ნელა ფორტუნა თქვენკენ მობრუნდება და განვითარდება მოვლენები, რომელზეც  მხოლოდ თუ იოცნებებდით.

მაისი
თუ მაისში დაიბადეთ, აუცილებლად უნდა გქონდთ საფირონი და აქატი. სასურველია, აქატის ყელსაბამი შეიძინოთ ან ამ ქვით გაწყობილი ე.წ. ბრელოკი ჩანთისა თუ  გასაღებთა აცმისთვის. რაც შეეხება საფირონს, ის თავის ძალას საუკეთესოდ ავლენს მაშინ, როცა ყელსაბამად მოირგებენ ხოლმე.

ივნისი
ივნისში დაბადებულებს შინ ალექსანდრიტით მოჭედილი  ჩარჩო  ან  სარკე  უნდა ჰქონდეთ. ამ სარკეში არასდროს ჩაიხედოთ მოღუშული სახით! ჩარჩოში კი ჩასვით ფოტო, რომელიც განსაკუთრებულად ბედნიერ ან წარმატებულ დღეს გადაიღეთ. გარდა ამისა, ივნისში დაბადებულებმა ხშირად უნდა ატარონ მთვარის ქვა, რომელიც თმის სამაგრზე იქნება დამაგრებული ან სამოსზე.

ივლისი
ივლისში დაბადებულებს შინ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლალით მოჭედილი დანა-ჩანგალი ან ლარნაკი, რომელშიც მხოლოდ თეთრ და წითელ ყვავილებს ჩააწყობენ. ასევე, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთონ ქამარი, რომელშიც ლალისგან ერთადერთი ელემენტი მაინც იქნება ნაკეთი.
loading...
აგვისტო
სარდონის იგივე  სერდოლიკს აგვისტოში დაბადებულებისთვის მოაქვს დოვლათი და აღიარება. უზრუნველყოფს თქვენი პირადი ცხოვრების სათანადოდ მოწყობასაც.  შეიძინეთ სერდოლიკის სამაჯური. თუ ხშირად გიწევთ  საბუთებთან ან ფურცლებთან მუშაობა, სასურველია, დაამზადებინოთ სპეციალური კალამი სარდონით, ამ შემთხვევაში ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერთ, სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.

სექტემბერი
მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით ატარებთ მარჯანს, მთავარია, რომ ჩანთაში ყოველთვის გედოთ ან ოფისის მაგიდაზე განათავსოთ. სექტემბერში დაბადებულებისთვის მარჯანი გიშრის როლს თამაშობს, არავის აძლევს უფლებას, რომ გაგთვალოთ, თქვენგან  განაგდებს უარყოფით ენერგიას და იზიდავს დადებითს.

ოქტომბერი
ტურმალინი ან ვარდისფერი კვარცი ოქტომბრის თვეში დაბადებულებს ისე სჭირდებათ, როგორც ყვავილს მზის სხივი. ტურმალინი მოვარდისფრო - მოიისფრო ფერისაა, მას სხვაგვარად სიყვარულისა და ვნების ქვასაც უწოდებენ. კარგი იქნება, თუ იპოვით ჭიქებს ან თეფშებს, რომელიც სწორედ ტურმალინით იქნება გაწყობილი. ამ ჭურჭლით საყვარელ ადამიანს უმასპინძლეთ და ურთიერთობა დაგილაგდებათ. კარგი იქნება თუ სახლის ინტერიერში გაურევთ ვარდისფერი  კვარცისგან ნაკეთ ნივთებს. ეს ქვა თქვენი ოჯახისკენ მოიზიდავს სიმდიდრეს.

ნოემბერი
ნოემბერში დაბადებულთა საუკეთესო მეგობარი მარგალიტია. კარგად გამოიკვლიეთ მარგალიტის ისტორია, სანამ მის ტარებას დაიწყებთ. თუ მარგალიტი უბედურ ან სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანს ეკუთვნოდა, მისი ეფექტი უკუღმა დატრიალდება - მოგემატებათ სანერვიულო, გაიზრდება თქვენი გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაძლოა შეგერყათ ჯანმრთელობა - მათ შორის ფსიქიკა. მარგალიტის სწორად შერჩევის შემთხვევაში, ის ბედნიერებით აავსებს თქვენს ცხოვრებას, გადაგიჭრით ფინანსურ კრიზისს და თქვენკენ მოიზიდავს ადამიანებს, რომლებიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

დეკემბერი
თუ თქვენ დეკემბერში დაიბადეთ და ამ ბოლო დროს არ გიმართლებთ, ქვების დახმარება გჭირდებათ. შეიძინეთ ტოპაზი, ცირკონი და ონიქსი. კარგი იქნება,  თუ ტოპაზის სამაჯურს ან ცირკონის ბეჭედს ატარებთ. რაც შეეხება ონიქსს... ონიქსით გაფორმებული მაგიდა ან ბუხარი უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის პრობლემების გადაწყვეტას.

 

loading...

Image
ყველა სიახლის ნახვა