შეიძლება თუ არა წყლის ხელმეორედ ადუღება - ეს უნდა იცოდეთ!

image
  • 1 484
წყლის ხელახლა ადუღების პროცესი ასეთია: ადუღებთ წყალს, აცდით ბოლომდე გაგრილებას და შემდეგ ისევ ადუღებთ. ოდესმე დაინტერესებულხართ, რა მოსდის წყალს ამ პროცესში ქიმიურად და უსაფრთხოა თუ არა ხელახლა ადუღებული სითხის დალევა?

რა ხდება, როცა წყალს ხელახლა ადუღებთ
თუ სუფთა, კარგად გამოხდილი, დეზიონირებული წყალი გაქვთ, მისი ხელახლა ადუღების შემთხვევაში არაფერი მოხდება. თუმცა, ჩვეულებრივი წყალი გაზებსა და მინერალებს შეიცავს, მისი ხელახლა ადუღების შემთხვევაში კი წყლის ქიმია იცვლება. თუ წყალს ძალიან დიდ ხანს ან ხელახლა აადუღებთ, არსებობს რისკი, რომ არასასურველი ქიმიკატები, როგორიცაა ნიტრატები, დარიშხანი და ფთორი, თქვენს ჭიქაში მოხვდება.
loading...
იწვევს თუ არა ხელახლა ადუღებული წყალი კიბოს
არსებობს მოსაზრება, რომ ხელახლა ადუღებული წყალი ადამიანის ორგანიზმში კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს და ეს აზრი სულაც არაა უსაფუძვლო. ხელახლა ანადუღარ წყალში არსებულმა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შეიძლება რამდენიმე სახის დაავადების, მათ შორის კიბოს წარმოქმნას შეუწყოს ხელი. მაგალითად, ნიტრატების ზედმეტი დოზით მიღება პირდაპირ კავშირშია მეთჰემოგლობინემიასთან (პერიფერიული სისხლის ერითროციტებში მეთჰემოგლობინის ჭარბი შემცველობა) და კიბოს რამდენიმე სახეობასთან. ასევე, დარიშხანიც ასოცირდება ამ დაავადებასთან. "ჯანსაღი" მინერალების ზედმეტი დოზით მიღებაც კი სახიფათოა და შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. მაგალითად, კალციუმის მარილის დიდი რაოდენობით მიღებამ, რომელიც ჩვეულებრივ და მინერალურ წყალში გვხვდება ხოლმე, შესაძლოა თირკმელში კენჭი გააჩინოს.

საბოლოოდ
ზოგადად, წყლის ადუღება, მისი გაგრილება და შემდეგ ისევ ადუღება ჯანმრთელობისთვის დიდ რისკებს არ შეიცავს. მაგალითად, თუ წყალს ჩაიდანში შეინახავთ, აადუღებთ და გაციების შემდეგ კიდევ დაამატებთ სითხეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანრმთელობას საფრთხის ქვეშ აყენებთ. თუმცა, მაინც, უკეთესია, წყალი, რომელიც მინერალებსა და ქიმიკატებს შეიცავს, ხელახლა აღარ აადუღოთ და თუ ამას მაინც იზამთ, მაშინ არ ქნათ ორზე მეტჯერ. წყლის ხელახლა ადუღებას განსაკუთრებით მოერიდონ ორსულები და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები.

 

loading...