2018 წლის ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

image
  • 6 832
ნოემბერი მოვიდა. ეს თვეც ჩაივლის თავისი ფერადოვნებითა და წვიმიანი ამინდებით, მერე კი ზამთარს შევეგებებით. მოდით, სანამ თოვლი მოვა და ყინვა არა მარტო სახლში, გულშიც შემოაღწევს, ერთად გავიგოთ რა გველოდება სველ, ქარიან და ჭრელაჭრულა ნოემბერში - ანუ როგორ ვაცილებთ შემოდგომას?!

კირჩხიბი
არც კი იფიქროთ კომფორტის ზონის შექმნა და იქვე ჩარჩენა, რადგან ნოემბერი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდება. თვალსაჩინოებისთვის, წარმოიდგინეთ მიწის რელიეფური ზედაპირი - ხან ოღროჩოღრო, ზოგჯერ შემაღლებული, ხანაც სრულიად სწორი. 22 ნოემბრამდე თქენში იბობოქრებს ვნება და ფიზიკური სიახლოვის წყურვილი. ამავე პერიოდში გამორიცხული არაა დრამა, სცენები და ემოციების მოზღავება. ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ და მოთოკოთ ემოციები იქ, სადაც თქვენს გულახდილობასა და სენტიმენტალურობას ან ფეთქებადობას ვერ გაიგებენ.

მართალია, კირჩხიბები თავგადასავლების მოყვარულები არიან, მაგრამ არ მოსწონთ, როდესაც სიტუაციაზე სრულიად კარგავენ კონტროლს,
ამიტომ ამ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა თავიდან დააფრთხოს ისინი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მათდა სასიკეთოდ შეტრიალდება. 7 ნოემბერს ახალი მთვარე კირჩხიბს რომანტიკული გარემოს ჰპირდება. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ზუსტად იმ დოზის სიყვარულს მიიღებს - მეტს თუ არა - პარტნიორისგან, რამდენიც ბედნიერებისთვის სჭირდება.

ამ თვეში მოსალოდნელია კრეატიული აზროვნების განვითარება.
კირჩხიბები აივსებიან შთაბეჭდილებებით და ეწვევათ ნანატრი მუზა. შეიძენენ ახალ მეგობრებს.

6 ნოემბრიდან თქვენს კარიერაში მოსალოდნელია იმხელა ნახტომი, როგორსაც დიდხანს ვეღარ გაიმეორებთ. ეს პერიოდი გასტანს მარტის ბოლომდე, ამიტომ მაქსიმალურად დაიხარჯეთ, გამოავლინეთ თქვენი უნარ-ჩვევები, იმუშავეთ კომპეტენციის ამაღლებაზე და, რაც მთავარია, დაანახვეთ ხალხს, თუ რა შეგიძლიათ. ამ თვეში შეაგროვებთ მოგონებებს, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თქვენს წარმოსახვით ან რეალურ ალბომში.

ლომი
ჯერ ჯიდევ ნოემბრის შუაში ახალი წლის განწყობა შემოიჭრება თქვენში, მართალია ადრე მოგეჩვენებათ იმ ადამიანთა სიის შედგენა, რომლებსაც საჩუქრები გინდათ ჩამოურიგოთ, მაგრამ ვარსკვლავების წინაშე უძლური აღმოჩნდებით! თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელიც სამეგობროში პირველ გააწყობს ნაძვის ხეს. რას იზამთ, გიყვართ დღესასწაულები! ეს ხომ არაჩვეულებრივი შანსია ყურადღების ცენრში მოსაქცევად, საყვარელი ადამიანების შესაკრებად და დროის კარგად გასატარებლად!
6 ნოემბრიდან თქვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები დაიწყება, 7 ნოემბერს ჩაუღრმავდებით რომანტიკულ ურთიერთობას.
ამ კვირაში მოაგვარებთ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გაგიჩნდებათ ახალი ინტერესი და შესაძლოა ახალ პროფესიულ მიმართულებასაც გაჰყვეთ.

ზოგიერთ ლომს სამსახურში დაწინაურება ელის, სხვები რომელიღაც სოციალურ ჯგუფში დაიკავებენ წამყვან პოზიციას.
ამ თვეში წაიკითხავთ წიგნს, რომელიც შეხედულებებს შეგიცვლით ბევრ საკითხზე - ახლებურად დაგანახვებთ რიგ საკითხებსაც და საკუთარ თავსაც.
ნოემბერში ეცადეთ გეგმურად იმოქმედოთ და არ გადადგათ სპონტანური ნაბიჯები, ეს ქაოსამდე მიგიყვანთ. ქაოსი კი მუშაობაშიც შეგიშლით ხელს, ბიზნესშიცა და სწავლაშიც.

არაფერზე ინერვიულოთ, რადგან ამ თვეში ფორტუნა თქვენკენაა! გაგიმართლებთ ყველაფერში, რასაც ცდით, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გარისკოთ.
...და ბოლოს, ნოემბერში მოექცევით ყურადღების ცენტრში, გამოგიჩნდებათ ახალი თაყვანისმცემელი, ადამიანები უჩვეულოდ დაინტერესდებიან თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებით.

ქალწული
ეს თვე თქვენში გააღვიძებს სენტიმენტებს, მოგონებებს და წარსულში დაბრუნების სურვილს. მწარედ ინანებთ ყველა შეცდომას, რომელიც დაგიშვიათ
და მოგენატრებიან ადამიანები, რომლებიც დაკარგეთ. თუ საკუთარ თავს მოერევით, პირველ ნაბიჯს გადადგამთ და მათ დაუკავშირდებით, გაოცებული დარჩებით. თურმე მზად ყოფილან თქვენს მისაღებად და ურთიერთობის აღსადგენად.

ბოლო დროს არარეალურ გეგმებს ისახავთ, სწორედ ამიტომ გაიზარდა თქვენს ცხოვრებაში იმედგაცრუებების ნუსხაც. ნუ ფიქრობთ ძალიან შორ მომავალზე - მაგალითად, რა იქნება 10 წლის მერე - რადგან ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და შესაძლოა, რომ ხვალინდელი დღე სულაც არ გათენდეს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ფიქრებით, დროებით მაინც, ნუ გასცდებით უახლოეს 2-3 თვეს. არ გეგონოთ, რომ ასტროლოგიური პროგნოზით ვცდილობთ შემოგაპაროთ, სულ მალე დაიღუპებით-მეთქი, ჩვენ უბრალოდ გვინდა, სიამოვნების მიღება და არსებულით ტკბობა შეძლოთ, მომავლის დევნასთან ერთად.

თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება ყოფილი მეუღლე ან შეყვარებული. თუ ფიქრობთ, რომ რომანტიკისთვის ნამდვილად არ გცალიათ, წინასწარვე იცოდეთ, აწ უკვე ძველი პარტნორი აუცილებლად შეგაცვლებინებთ აზრს და გაგახსენებთ, რა კარგ დროს ატარებდით ერთად, სანამ ორივენი ყველაფერს გააფუჭებდით. არ მოგჩვენებიათ, ზუსტადაც ორივენი. როცა ურთიერთობები ინგრევა, ყოველთვის ორივე მხარე ტყუის და დამნაშავეცაა. ამ თვეში უემოციო ადამიანის ნიღბის ჩამოხსნა მოგიწევთ. არც კი იფიქროთ გაქცევა, მიეცით თავს გულწრფელობის უფლება.
loading...
სასწორი
ნოემბერში მოერიდეთ გრაფიკის გადატვირთვას. თუ დიდ პროექტებს ჩაგაბარებენ, დაანაწილეთ პატარ-პატარა პროექტებად, ასე უფრო მარტივად და სწრაფად გაართმევთ თავს დავალებას. აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა ან ოჯახის წევრებმა ხარისხიანად მუშაობაში შესაძლოა ხელი შეგიშალონ, რადგან უყვარხართ და თქვენთან ურთიერთობა სურთ, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ზოგიერთი სასწორი ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს. გადაწყვეტს, რომ დროა თავისი გულის ხმას მიენდოს და ჩამოშორდება საქმიანობას, რომელიც მხოლოდ შემოსავლის წყაროდ ჰქონდა ქცეული, ანუ მისგან სიამოვნებას საერთოდ ვერ იღებდა.
ამ თვეში მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიზიანებთ კანს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით თქვენს სილამაზეს.
7 ნოემბრიდან შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენ ყოველთვის გასცემთ, უკან კი თითქმის არაფერს იღებთ, რაც ადამიანებზე დროებით გულს აგიცრუებთ, განსაკუთრებით ყველაზე ახლო მეგობრებზე.
პიროვნება, რომლის იმედიც ყოველთვის გაქვთ და ყველაზე მეტად ენდობით, აღმოჩნდება გაურკვევლობაში ან არასახარბიელო სიტუაციაში, საიდანაც სწორედ თქვენ უნდა დაიხსნათ. თქვენ არ გიყვართ, როცა პირად ფრონტზე არეულობაა, მაგრამ მეორე ნახევართან კონფლიქტი გარდაუვალია ამ თვეში.
ნოემბერში თქვენი უფროსები და კოლეგები დარწმუნებიან, რომ შესაშური კომუნიკაციის უნარი გაქვთ, რომლის გამოყენებაც მრავალი მიზნით შეიძლება, ამიტომ მათგან ახალ შემოთავაზებას მიიღებთ.
ზოგიერთი სასწორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს. ქალაქის ერთი ნაწილი ძალიან მომხიბვლელად მოგეჩვენებათ, მაგრამ მანდვე დასახლებას ნუ იჩქარებთ, შესაძლოა საბოლოო ჯამში თავსატეხად გექცეთ. ასევე, ბინა შეარჩიეთ ფრთხილად, გარგად გამოჰკითხეთ მეპატრონეს, როგორაა გაყვანილი კანალიზაცია, რამდენად კარგად მუშაობს გამათბობელი, პრობლემებს ხომ არ შეგიქმნიან არც თუ ისე კეთილგანწყობილი მეზობლები, ღამით ქუჩაში ატეხილი ხმაური ხომ არ გაგაღვიძებთ და ა.შ.

მორიელი
მორიელებისთვის ახალი წლის ჯადოსნობა ყველა ნიშანზე ადრე დაიწყებს მოქმედებას, ეს არის ოცნებების ახდენისა და მაქსიმალურად თვითრეალიზების თვე.
მორიელების ცხოვრებაში წარმატებით დასრულდება ერთ-ერთი თავი და დაიწყება ახალი. დაისახეთ მიზნები და შეარჩიეთ მათი განხორციელების გზები, ჩართეთ ამ პროცესში ადამიანები, რომლებსაც ნადვილად შეუძლიათ თქვენი დახმარება. ასევე ნოემბერი აღმოჩენების თვეა! თავს მკვლევრად იგრძნობთ.
მორიელები, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, გაიმარჯვებენ მასში და დაამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას. სტუდენტები და მოსწავლეები, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდები ელოდებათ, წარმატებით გაართმევენ მას თავს და შექებასაც დაიმსახურებენ.
მორიელებო, ნოემბერში გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა და იგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას. ზუსტად ამ თვეში შეხვდებით ადამიანს, რომელზეც მომავალში იქორწინებთ. როგორ ამოიცნოთ მომავალი მეუღლე? მას ზუსტად თქვენნაირი ფასეულობები და შეხედულებები ექნება, ერთად ბევრს იცინებთ და თავსაც კომფორტულად იგრძნობთ. ნოემბერში გაგიტაცებთ ინტერნეტში ძრომიალი, ახალი ინფორმაციის მოძიება და დაინტერესდებით კაცობრიობის ახალ-ახალი ტექნოლოგიური თუ სამედიცინო მიღწევებით.
5 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით დაალაგებთ ურთიერთობას პარტნიორთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან. 16 ნოემბრის შემდეგ გელით საინტერესო მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები.

მშვილდოსანი
მშვილდოსნების ცხოვრებაში სასიამოვნო, აღმაფრთოვანებელი და ბედნიერების მომტანი მოვლენები განვითარდება ნოემბერში. სასიხარულო სიახლე და ფაქტები გასტანს ერთ თვეზე დიდხანს. თუ თქვენ ის მშვილდოსანი ხართ, რომელმაც უკანასკნელი 3-4 წელი შრომას შესწირა, მიიღებთ დამსახურებულ შედეგს.
ბიზნესმენებს ელით დიდი მოგება. ამ თვეში მცირდება რისკები, რომელმაც შესაძლოა დაგაზარალოთ. თქვენთვის გაიღება მრავალი კარი და მოგეცემათ ფულის სარფიანად დაბანდების შესაძლებლობა.
შესაძლოა დაგჩემდეთ ახალი ცუდი ჩვევა, რომელზეც უარის თქმა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ.
მთელი თვის განმავლობაში ენერგიით იქნებით დამუხტული ისე, თითქოს დღეში ათჯერ დალიეთ ორმაგი ესპრესო! კარგი იქნება, თუ ამ ენერგიას აზრიანად დახარჯავთ და უკვალოდ გაქრობის უფლებას არ მისცემთ. ამ თვეში თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ხან ღრუბლებს გაეთამაშება და ხან მტკივნეულად დაენარცხება ძირს. არასტაბილური პერიოდი ელოდებათ დაქორწინებულ მშვილდოსნებსაც, ხშირად იკამათებენ მეუღლესთან, მაგრამ სწრაფადვე შერიგდებიან. ეცადეთ ბავშვები არ გახდნენ შეხლა-შემოხლის შემსწრენი. ეს სამარადისო კვალს დაამჩნევს მათ ფსიქიკას, ჩათვლიან, რომ დედას და მამას ერთმანეთი არ უყვართ... და საერთოდაც, არ არსებობს სიყვარული, ოჯახის შექმნა კი დიდი სისულელეა.

თხის რქა
თხის რქებისთვის საკმაოდ რთულმა, 12-წლიანმა პერიოდმა ჩაიარა. ნოემბერი პირველი თვეა, როცა განთავისუფლებული თხის რქა დიდ შვებას იგრძნობს და თან მიხვდება, როგორ დაღლილა მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ თვიდან იწყებთ ახალი 12-წლიან დეკადას, რომელიც გაცილებით უკეთეს ცხოვრებას გპირდებათ. აწი უკვე თქვენთვის სავსებით ნორმალური გახდება გართობა, პირადი ბედნიერებისთვის ბრძოლა, დასვენება, ჰობის შეცვლა და მისთვის დიდი დროის დათმობა, იმ ოცნებების დევნა, რომელსაც უწინ ვერ გაეკიდებოდით - თქვენს თავზე აღებული სხვა პასუხისმგებლობის გამო. თუ თქვენ ის თხის რქა ხართ, რომელიც მხოლოდ მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, ან უნივერსიტეტში/სკოლაში სწავლობდა, დანარჩენ დროს კი შინ, მეცადინეობაში ატარებდა, მრავალფეროვნებას შეიძენს თქვენი ყოველდღიურობა.იცოდეთ, სამყარო მადლიერია იმ მსხვერპლისთვის, რომელიც გაიღეთ. ამ თვეში გადაახარისხებთ მეგობრებს, რამდენიმე მათგანს კეთილ ნიღაბს ჩამოხსნით და აღმოაჩენთ, რომ ძალიან შეცდით, როცა ენდეთ.

მერწყული
ნოემბერში მარტოხელა მერწყულები სიმპათიას იგრძნობენ საპირისპირო სქესის მიმართ, რომელიც მის გარემომცველ საზოგადოებაში ტრიალებს. ეცდებინა გაფლირტავებას, მაგრამ აჰყვებიან თუ არა ფლირტში, ამას "რჩეულის" პირადი ცხოვრება განსაზღვრავს. თუ ის დაკავებულია, მერწყულებო, შანსი არ გაქვთ. ხოლო, თუ თავისუფალია, დიდი ალბათობით პაემანზეც წამოგყვებათ.
ზოგიერთ მერწყულს გრძნობები აეშლება უახლოესი მეგობრის მიმართ და ძალიან შერცხვება, რომ აქამდე "დაძმობას" ეფიცებოდა. შეაშფოთებს თავისი განცდები და ეცდება იპოვოს მომენტი, როცა ახლო მეგობრობა სიყვარულში გადაეზარდა.
იმ მერწყულებისთვის, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ურთიერთობა, შეყვარებული აღმოჩნდება ოქროს გალია ან ლამაზად მორთული, გაჭედილი ლიფტი, რომლის კარიც არა და არ იღება. გამორიცხული არ არის კლაუსტროფობიური შიში იგრძნოთ.
მერწყულები, რომლებიც ორ წელიწადზე მეტია ურთიერთობაში არიან, იგრძნობენ, რომ პარტნიორთან ყოფნა ცოტათი მოსწყინდათ და ეცდებიან რაიმე გასართობი იპოვონ. მართალია, ღალატისკენ გული არ წაუვათ, მაგრამ შეამცრებენ მეორე ნახევართან გასატარებელ დროს.
ამ ნიშნით დაბადებულების კარიერასა და ფინანსებში სტაბილურობაა, თუმცა გამოჩნდება ადამიანი, რომელიც აქტიურად შეგიშლით ხელს წინსვლაში და ეცდება, რომ პოსტი დაგაკარგვინოთ.

თევზები
თქვენ დიდი რესურსი გაიღეთ მთელი წლის განმავლობაში კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ყველაფერი თქვენდა სასიკეთოდ დაგვირგვინდება. წარმატება გელოდებათ კარიერაში, საზოგადო მოღვაწეობაში და იმ გეგმის განხორციელებაში, რომელიც მთელ თქვენს დარჩენილ ცხოვრებას შეცვლის. გგონიათ სულ ეს არის?! არა. წინ გაქვთ ბედნიერების 13 თვე, რომელიც თქვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. რთული სათქმელია რა მოხდება წელიწადისა და ერთი თვის შემდეგ, მაგრამ სანამ დრო გაქვთ, შეგიძლიათ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ მოცემული სიტუაციისგან. თუ გონივრულად გამოიყენებთ ფინანსურ რესურსა და დროს, კეთილდღეობის გახანგრძლივებას და ადამიანთა გულების დაპყრობას მოახერხებთ. ამ თვეში მოგიგვარდებათ ფინანსური საკითხები.
თევზებს, რომლებსაც დიდი გასავალი ჰქონდათ, შემოსავალი ორმაგად აუნაზღაურებს დანახარჯს.

ვერძი
სამყარო გამოგიგზავნით ნიშანს, რომელიც თქვენს მომავალ ექვს თვეზე აისახება, ამიტომ დაუკვირდით ყველა მოვლენას და დაფიქრდით, რას შეიძლება მოასწავებდეს? სცენარის როგორ განვითარებას ხედავთ?
ზოგიერთი ვერძი თავის ურთიერთობას, როგორც იქნა, ოფიციალურ სახეს შესძენს და სტატუსსაც მოირგებს.
7 წლის წინ თქვენი ცხოვრების ტრაექტორია რადიკალურად შეიცვალა. ძალიან გაგიჭირდათ ფეხზე მყარად დადგომა და წელში გამართვა, მაგრამ ახლა ამაყობთ, რომ დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება. სწორედ ამ ცვლილების დახმარებით გაანალიზეთ რაოდენ ძლიერი ხართ.
ამ თვეში გელოდებათ ცვლილება კარიერასა და საქმიანობაში. ნოემბერში გეწვევათ იდეა, რომლისთვის ხორცის შესასხმელად ფულის შეგროვებას დაიწყებთ.
8 ნოემბრიდან შეიტყობთ ახალ ამბავს ან თქვნს ცხოვრებაში მოხდება საინტერესო მოვლენა. დაუჯერეთ თქვენს შინაგან ხმას და ისე იმოქმედეთ. ნოემბერი-დეკემბერი აღმოჩნდება ფანჯარა, რომელიც პრობლემებიდან გამოსავალს და უკეთეს მომავალს დაგანახვებთ. ზოგიერთ ვერძს გაიტაცებს სტატიების, მოთხრობების ან რომანის წერა. შესაძლოა სერიოზულადაც კი დაკავდეს ამ საქმიანობით და შემოსავლის წყაროდ აქციოს. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულები მიხვდებიან, რომ კვალიფიკაციის ამაღლება ან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება/ხელახლა ჩაბარება სურთ.

კურო
კუროებო, ამ თვეში ურთიერთობას ოფიციალური სახე უნდა მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ და თქვენი პარტნიორი მალევე დაშორდებით. თუ ეს კავშირი ნამდვილად ძვირფასია თქვენთვის გამოდით ჩრდილიდან, დაე ყველამ იცოდეს, რომ ერთად ხართ! მწვავე ეფექტს, რომელსაც საზოგადოებისგან ელით, სულაც არ მიიღებთ.
თუ თქვენ დაუმთავრებელი საქმეები გაქვთ, ან გეგულებათ პროექტი, რომელიც მიაფუჩეჩეთ, დროა დაუბრუნდეთ მას. ამგვარად სინდისიც ნაკლებად შეგაწუხებთ და უფროსის საყვედურსაც აირიდებთ თავიდან. ნოემბერში ჩამოგენგრევათ ილუზიები და  ხელში შიშველი, არც თუ ისე ლამაზი რეალობა შეგრჩებათ. ნუ შეშინდებით, კუროებო, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ცვლილება თქვენს ცოხვრებაზე დადებითად აისახება. ხომ გაგიგიათ, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია"?

ტყუპი
ტყუპების ნაწილმა დიდი სტრესი გადაიტანა, ამიტომ შინაგან დაღლილობას იგრძნობს. ამ ნიშნით დაბადებულებმა უნდა მოახერხონ განტვირთვის საშუალების პოვნა და მისთვის დროის დათმობა, ნერვებმა რომ არ აიყოლიოს და სერიოზული ფსიქიკური პორობლემები არ დაეწყოთ. თუ ვარჯიში გეზარებათ, ხშირად იარეთ ფეხით და შორი მანძილებიც დაფარეთ. ისე როგორც არასდროს,  გჭირდებათ ჯანსაღი კვება: ხილი, ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ვიტამინების შემცველი სხვა პროდუქტი. ბევრ ტყუპს მოულოდნელი ნიშნობა ან ქორწინება ელოდება, სხვები მეგობრებთან ერთად თავგადასავალში გაეხვევიან. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი დაშორდება პარტნიორს და ახალ ურთიერთობას წამოიწყებს. ბიზნესმენი ტყუპი გააფორმებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას.

 

loading...