ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"

image
  • 1 144
"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი, ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა P.S.-ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რას შე­ე­ხე­ბო­და.

"რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის დროს 18 წლის ვი­ყა­ვი, ნუ ახლა college sweethearts (კო­ლე­ჯის შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი)" - თქვა გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­და­ცე­მა P.S.-ში.

ვა­შა­ძის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის და უფ­რო­სი ვა­ჟის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი. ჟურ­ნალ "გზა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­ი­და­ნაც ვარ­კვევთ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

გრი­გოლ ვა­შა­ძემ 1978 წელს ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვლა­დი­მირ ალ­ხი­მო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­ტა­შა ალ­ხი­მო­ვა. მათ 1979 წელს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის მთა­ვა­რი ბან­კი­რის სი­ძე­ო­ბა სა­ხუ­მა­რო საქ­მე არ გახ­ლდათ. 1981 წელს, გრი­გოლ­მა გავ­ლე­ნი­ა­ნი სი­მამ­რის დახ­მა­რე­ბით და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, უცხო­ეთ­ში მი­მა­ვა­ლი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის თან­მხლე­ბად, შემ­დეგ კი კოს­მო­სი­სა და ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი მხო­ლოდ სან­დო კად­რებს ნიშ­ნავ­და.
loading...

"მი­უ­ხე­და­ვად მისი ტი­პუ­რი რუ­სუ­ლი და საბ­ჭო­უ­რი ჰა­ბი­ტუ­სი­სა, მას­ში უოლ სტრი­ტის ბირ­ჟის მაკ­ლე­რის ელე­გან­ტუ­რო­ბაც იყო. ეს ახა­ლი ტი­პის საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი კარ­გი იუ­მო­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა ის გახ­ლდათ, რომ პარტნი­ო­რის ნდო­ბას იო­ლად მო­ი­პო­ვებ­და და მათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­სა­ხებ უქ­მნი­და წარ­მოდ­გე­ნას, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ქვე­ყა­ნა მზად იყო, ბიზ­ნე­სის ყვე­ლა კა­ნონს და­მორ­ჩი­ლე­ბო­და და მი­ე­ღო" - ეს გახ­ლავთ ცი­ტა­ტა ძვე­ლი უცხო­უ­რი პრე­სი­დან, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ ალ­ხი­მოვ­ზე მო­უ­თხრობ­და მკი­თხველს.

40 წელ­ზე მეტ­ხანს სწო­რედ ის გან­სა­ზღვრავ­და სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სურ-კრე­დი­ტულ პო­ლი­ტი­კას, ჯერ რო­გორც სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, შემ­დეგ კი რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის სამ­მარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რე. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, საქ­მე, რი­თაც ალ­ხი­მო­ვი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი: და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან საკ­რე­დი­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძალ­ზე ხელ­საყ­რელ ფა­სად ამე­რი­კის­გან ხორ­ბლის დიდი პარ­ტი­ის შეს­ყიდ­ვა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, შე­საძ­ლოა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბო­და, თუმ­ცა, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზე რთუ­ლი ამო­ცა­ნა გახ­ლდათ, ხში­რად კი ფა­რულ ბრძო­ლებ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

 

loading...