მამაკაცის გამო გორში ცოლმა და საყვარელმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს

image
  • 96
გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა). qartli.ge-ს ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, ,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა.
loading...
ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცის მეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

 

loading...