ქალი, რომელმაც ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომელია

image
  • 1 882
ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.
როგორც “კვირას” ლანა ღვინჯილიამ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ და რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი ატოცში.
“ძალიან მიკვირს, საერთოდ როგორ ჩამოვიდა აქ, როდესაც იძახის, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენი ბრალია ყველაფერი ეს არის არა წამოცდენები, არამედ დეკლარირებული პოზიცია, რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ და ამას პუტინი იყენებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, საერთოდ როგორ არის ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უმეტეს, როგორ კადრულობს ატოცში ჩასვლას და ლაპარაკს.
ილაპარაკა აბსულუტურად უაზრო რაღაცეები, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. ილაპარაკა აბსოლუტურად უმსგავსო რაღაცეები”, – განაცხადა ნანა ღვინჯილიამ.
მისივე თქმით, მას არ მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
loading...
“საერთოდ არ ვთვლი რომ უხერხულია, იმიტომ რომ ჩემი სამოქალაქო უფლებები და სამოქალაქო ღირსება ილახება ყოველდღე, ამ ადამიანის მიერ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში თავხედურად ვუსმენ, რა პრობლემაა, მე ვარ მოქალაქე და ის საპრეზიდენტო კანდიდატი, პოლიტიკოსია და ვალდებულია მოუსმინოს ყველას”, – აღნიშნა ლანა ღვინჯილიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“უნამუსო ჩათლაშკა“ – ამ სიტყვებით მიმართა ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ატვირთა.
შემთხვევა სოფელ ატოცში მოხდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.
ცნობისთვის, 2014 წლის 19 აგვისტოს, ლანა ღვინჯილიამ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 7 პიჯაკი და ერთი პალტო კანცელარიის შენობაში მიიტანა.

 

loading...